უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ „პრეზიდენტ პუტინად“ მოხსენიებას უწოდა შეცდომა. როგორც ზელენსკიმ არნიშნა, ამ შეცდომის დავიწყებაც შეიძლება.
„ეს შეცდომაა. ვფიქრობ, რომ აშშ-მა დიდი მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინელებს. ჩვენ შეგვიძლია, დავივიწყოთ ზოგიერთი შეცდომა, ასე ვფიქრობ“- განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს ირლანდიის პრემიერ-მინისტრთან, საიმონ ჰარისთან შეხვედრისას.