ევროპული ორგანიზაციები, ევროკავშირის ლიდერებს ერთობლივი განცხადებით მიმართავენ. მიმართვას, 21 ავტორიტეტული ორგანიზაცია აწერს ხელს. მათი მოთხოვნაა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების გამო საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების სანქცირება განიხილონ.
წერილი 7 ივნისს გამოქვეყნდა და მისი ადრესატები არიან: ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი; ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი;ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეფ ბორელი;ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა; ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეი; ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში, ოლოფ სკუგი.