„უკრაინას შეუძლია გაიმარჯვოს რუსეთის ძალების უკუგდებისთვის წარმოებულ ბრძოლაში, მისი მოკავშირეებისგან “მძლავრი მხარდაჭერის” მიღებით“- განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა პრაღაში, სამხედრო ალიანსის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე.
შეხვედრაზე განიხილავენ უკრაინისთვის დახმარების პაკეტს, რომელიც ივლისში, ვაშინგტონში დანიშნულ ნატოს სამიტს უნდა წარედგინოს. მას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენიც ესწრება,
შეხვედრის დაწყებამდე სტოლტენბერგმა თქვა, რომ დროა კიევისთვის დახმარების მიმწოდებელმა ქვეყნებმა განიხილონ ის შეზღუდვები, რომლებიც კიევს ორ წელიწადზე მეტი დროის წინ დაეკისრა – როცა მოსკოვი სრული მასშტაბით შეიჭრა უკრაინაში.