„ყველა გავისტუმრე კარიდან და სახლში არც შემოვუშვი” – გიორგი ოთხმეზური

“ამ თემაზე არ ვილაპარაკებ, ყველა უკან გავაბრუნე” – შვილის მკვლელობისთვის ბრალდებულის შეწყალებაზე გიორგი ოთხმეზური ვერაფერს ამბობს. როგორც ისტორიკოსმა და შვილმკვდარმა მამამ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხდა, იმდენი ვინმე ურეკავს, ტელეფონი არ გაჩერებულა, თუმცა, ვერაფერს ამბობს.     

„არაფრის თქმას ვაპირებ, ამ თემაზე საერთოდ არ ვილაპარაკებ. ათასი ნომრიდან მირეკავენ.  ამ თემაზე ინტერვიუს არ ვიძლევი. ვიღაცეები იყვნენ მოსულები და ჩუმად ჩაიწერეს ჩემი საუბარი.  900-მა ტელევიზიამ დარეკა, იყვნენ კიდეც, თუმცა ყველა გავისტუმრე კარიდან და სახლში არც შემოვუშვი. არავის ვაძლევ ინტერვიუს“ – განუცხადა გიორგი ოთხმეზურმა „მედიაცენტრ მთავარს“.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ოთხმეზურის შვილის, დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის ბრალდებული პირი ასლან ბეჟანიძე სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა. როგორც ბეჟანიძის ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა,  მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა და საქართველოს პრეზიდენტმა სამართლიანობა აღადგინა.

მსგავსი თემები