ავღანეთში ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 50 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, დაშავებულების შესახებ ამ დროისთვის ზუსტი ინფორმაცია არ არის ცნობილი.
განადგურებულია 2 000-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი, ხოლო ნაწილობრივ დაზიანებულია 4 000-ზე მეტი. ამასთან, დატბორილია 2 000-ზე მეტი მაღაზია.