მღვდელმონაზონი ანდრია სარია, პრეზიდენტის მიერ, დეკანოზის შეწყალების გარეშე დატოვების საკითხს ეხმაურება.
მღვდელმონაზონი მიიჩნევს, რომ დეკანოზის საპატიმროში დატოვება, საპატრიარქოს დაკვეთაა. მისი თქმით, მამა გიორგი მამალაძის გათავისუფლება საფრთხეს შეუქმნის საპატრიარქოს.
“ნურავინ იფიქრებს, რომ ეს, პირადად სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებაა. ეს არის დაკვეთა საპატრიარქოს მხრიდან, რომ არ შეიწყალონ გიორგი მამალაძე. რადგან, ვისთანაც მე მქონდა ღია შეხვედრები თუ საუბრები, ყველა გაურბოდა ამ საქმეს და ყველა თავისებურ ინტერპრეტაციას უკეთებდა. ისინი ამბობდნენ, რომ მამა გიორგი არ არის შესაწყალებელი და ის არის დამნაშავე. რა თქმა უნდა, დეკანოზის გარეთ გამოსვლა, შესაძლოა მათთვის დიდი საფრთხეა, მაგრამ მათ უნდა იცოდნენ ის, რომ მას, საკანი ვერ შეაკავებს. საკანი არ არის მისი დუმილის გარანტია. იქნება ციხეში, თუ ზურაბიშვილი გამოუშვებს მას საკნიდან, ვფიქრობ და ვთვლი, რომ რეალურად, ამით არაფერი არ იცვლება,” – განაცხადა მამა ანდრია სარიამ.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, სინოდის რეკომენდაცია არ გაითვალისწინა და დეკანოზი გიორგი მამალაძე კვლავ პატიმრობაში დატოვა.
მორატორიუმის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების აქტი საშობაოდ პირველად გამოსცა და 5 მსჯავრდებული შეიწყალა.