მოსკოვში რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინიციატივით შექმნილი რუსულ-ქართული ბიზნესსაბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ გავრცელდა პრესრელიზი, რომლის თანახმადაც სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვლადიმირ პადალკომ განაცხადა, რომ საქართველო და რუსეთი მომავალში უნდა გადავიდნენ ეროვნულ ვალუტაში ორმხრივ ანგარიშსწორებაზე.
„რათა რუბლიც და ლარიც გადახდის საშუალებები გახდეს და ფინანსური ოპერაციები ხორციელდებოდეს შუამავლების გარეშე.“- განაცხადა პადალკომ.
მან იმედი გამოთქვა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროები გაააქტიურებენ მუშაობას რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის მიმართულებით.