თბილისში, სულიკო ჟღენტის ქუჩაზე, იტალიურ ეზოში ხანძარი იყო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია.
დაშავებულია ერთი ასაკოვანი ქალი, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.