თბილისში, სულიკო ჟღენტის ქუჩაზე ხანძარი იყო – დაშავდა ასაკოვანი ქალი

თბილისში, სულიკო ჟღენტის ქუჩაზე, იტალიურ ეზოში ხანძარი იყო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია.

დაშავებულია ერთი ასაკოვანი ქალი, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.

მსგავსი თემები