გასულ ღამეს თავს დაესხნენ კიდევ ერთ ადამიანს, რომელიც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების აქტიური მონაწილეა. ნიღბიანი ტიტუშკების სამიზნე დიჯეი გიორგი შენგელია გახდა, რომელსაც კლუბიდან გამოსვლის შემდეგ ქუჩაში დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ:
,,ბევრი მესიჯი მომდის თუ რა მოხდა. მარტივად და მოკლედ გეტყვით, რომ გუშინ ჩემი პოსტის დადების შემდეგ სადღაც 1 საათში როცა მოვრჩი დაკვრას. გარეთ მოხდა ეს შემთხვევა. ფრთხილად იყავით. განსაკუთრებით გვიან ღამე თუ მაინც დააპირებთ გასვლას. შეეცადეთ მარტო არ იყოთ”, – წერს შენგელია სოციალურ ქსელში.