შიდა ქართლში, სოფელ ტინისხიდის სასაფლაოსთან ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა, ბავშვი კი მძიმედ დაშავდა.
ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და დაგორებული მანქანა ქვეით დედა-შვილს დაეჯახა. დაშავებულ 6 წლის ბავშვი თბილისში გადაიყვანეს.