კულტურის პალატის ხელმძღვანელის, დავით ოქიტაშვილის ინფორმაციით, სოსო ჯაჭვლიანი თურქეთში გარდაიცვალა, სადაც სამკურნალოდ იმყოფებოდა. ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩამოასვენებენ მსახიობს სამშობლოში.
„მოლაპარაკებები მიდის ჩამოსვენებასთან დაკავშირებით. როგორც იცით, გარკვეული პროცედურების გავლაა საჭირო“, – აღნიშნა ოქიტაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ცნობილი ქართველი მსახიობი და რეჟისორი, ყოფილი დეპუტატი და მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი, სოსო ჯაჭვლიანი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. სოსო ჯაჭვლიანი მძიმე დაავადებას ებრძოდა.