სიმაღლიდან ვარდნის შედეგად შუა ხნის ქალი გარდაიცვალა. შემთხვევა ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა. ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდა.
ასევე, დღეს ქობულეთში შუახნის ქალი სიმაღლიდან ვარდნის შედეგად მძიმედ დაშავდა, იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქობულეთში, კლინიკა “ევექსში” გადაიყვანა.
ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით უცნობია.