„ფედერაცია იქნება პარალიზებული, სანამ ჯაჭვლიანი არ გადადგება“ – მკლავჭიდელები „მედიაცენტრ მთავარში“

„ჯერ ჯაჭვლიანი, ხომ გათვითცნობიერებულია მკლავჭიდში და მოიყვანა თავისზე უარესი,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“, ევროპის და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონმა, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გენადი კვიკვენიამ განაცხადა.

მკლავჭიდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი თვლის, რომ ფედერაციაში სიტუაციას მხოლოდ ჯაჭვლიანის გადადგომა დაალაგებს. კვიკვენია ამბობს, რომ ჯაჭვლიანმა მათი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც „თანხა აღარ გაუყვეს:“

„ჩვენ ვართ სპორტსმენები, ოჯახში გაზრდილი ხალხი, არავის არ ვერჩით და არც სოსო ჯაჭვლიანს არ ვერჩით, უბრალოდ არ შევეგუებით მის ფედერაციის პრეზიდენტობას, პიროვნული არაფერი არ გაგვაჩნია. ამ საკითხის  მოგვარება შეიძლება მხოლოდ ფედერაციის წევრების და გამგეობის წევრების გაზრდით, უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები. ჰყავს ვინმე გაბუნია გამგეობის წევრად, ჯერ ჯაჭვლიანი ხომ გათვითცნობიერებულია და მოიყვანა თავისზე უარესი, რასაც მე შევხედე გუშინ მეცინებოდა.

დღევანდელი ჩვენი სიტუაცია ჩვენი გათავისუფლების მიზეზად, რაც დაასახელა სოსომ ლიცენზიები არ აქვთო, სწორედ ამ ლიცენზიებს დავდევთ სამი წელი, რომ მოგვცეს ლიცენზია და ეს გამოიყენა სათავისოდ. ჩვენ ჩვენს პოზიციებს არ ვთმობთ. ადამიანი, ვინც ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა ქუთაისში, ისიც კი შემოგვიერთდა და თქვა, რომ ჩვენს გვერდით დგას.

დაჯგუფებები ჰყავთო, ჩვენზე ამბობენ. კი ჩვენ გვყავს სხვადასხვა ასაკობრივი დაჯგუფებები დავდივართ მსოფლიოში და ტურნირებს ვიგებთ თუ ამ დაჯგუფებებზე ლაპარაკობენ, – კი გვყავს. ჯაჭვლიანმა 4 წელი ფედერაცია, რომ ძიძგნოს ამ ფედერაციიდან არაფერი დარჩება,“ – განაცხადა გენადი კვიკვენიამ „მედიაცენტრ მთავარში.“

“მედიაცენტრ მთავარის” მასალია გამოყენების შემტხვევაში აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება

მსგავსი თემები