,,ჰამასის” წარმომადგენლები მოსკოვში ჩავიდნენ. ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„შემიძლია ვთქვა და დავადასტურო, რომ შესაბამისი პალესტინის მოძრაობის წარმომადგენლები მოსკოვს სტუმრობენ“, – განუცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ რუსულ მედიას.
ჰამასის დელეგაციას მოძრაობის პოლიტბიუროს წევრი, აბუ მარზუკი ხელმძღვანელობს.