ინდოეთში, ჰიმალაის მთებში წყალდიდობას, სულ მცირე, 42 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაკარგულად ითვლება 150-მდე პირი.
სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, ძლიერმა ნალექმა მყინვრული ტბის ადიდება და კატასტროფული წყალდიდობა გამოიწვია.
Reuters-ის ცნობით, აღნიშნულ რეგიონში ბოლო 50 წლის განმავლობაში ეს ყველაზე დიდი კატასტროფაა.