ერთი წელი ირაკლი ბებუას ტყვეობიდან – მან აფზახეთის ე.წ დამოუკიდებლობის დღეს ოკუპანტების დროშა დაწვა

ირაკლი ბებუას ტყვეობიდან ერთი წელი გადის, ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რო­ბა­ში მყოფ ირაკ­ლი ბე­ბუ­ას 9 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა აქვს მისჯილი.

ად­გი­ლობ­რივ­მა ე.წ. მი­ლი­ცი­ამ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი გა­ლის რა­ი­ო­ნის მცხოვ­რე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, ირაკ­ლი ბე­ბუა აფხა­ზუ­რი დრო­შის დაწ­ვის­თვის და­ა­კა­ვა. მან დრო­შა 30 სექ­ტემ­ბერს დაწ­ვა.

რო­გორც მა­შინ აფხა­ზი ინ­ტერ­ნეტ-მომ­ხმა­რებ­ლე­ბი წერ­დნენ, ბე­ბუ­ამ ეს დღე, 30 სექ­ტემ­ბე­რი სა­გან­გე­ბოდ შე­არ­ჩია, რად­გან აფხა­ზეთ­ში “და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს” აღ­ნიშ­ნა­ვენ.

ირაკლი ბებუას და გენადი ბესტაევის პატიმრობაში ყოფნა, დღეს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეახსენა „ანტისაოკუპაცო მოძრაობის“ ლიდერმა, დავით ქაცარავამ.

მსგავსი თემები