შეიარაღებული თავდამსხმელი დაკავებულია

საქართველოს ბანკში შეჭრილი პირი რამდენიმე წუთის წინ დააკავეს და ბანკის შენობიდან გაიყვანეს. ამით ყვარელში სპეცოპერაცია დასრულდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ყვარელში მიმდინარე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს. თავდამსხმელის დაკავებით 4 საათიანი სპეცოპერაცია დასრულებულია.

შეგახსნებთ, რომ მძარცველს მძევლები ჰყავდა აყვანილი, რომელიც მოგვიანებით გაათავისუფლა. ის თანხას ითხოვდა, თუმცა, მისი დაკავება თანხის გარეშე მოხერხდა.

მსგავსი თემები