ბანკზე თავდამსხმელი თელაველია და ბანკის ვალი ჰქონდა დასაფარი

ყვარელში, საქართველოს ბანკზე თავდამსხმელი პირი იდენთიფიცირებულია. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან განაცხადა მძევლების გათავისუფლება და თავდამსხმელის დაკავება ყოველგვარი გამოსასყიდის გარეშე მოხდა.  

ბანკზე თავდამსხმელი შალვა მელიქიშვილი თელავში ცხოვრობს. გავრცელებული ინფორმაციით, მას ერთ-ერთი ბანკში სესხი ჰქონდა აღებული და საცხოვრებელი სახლი იპოთეკით დატვირთული.

როგორც ყვარელში მყოფმა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, მძარცველი სხვადასხვა ოდენობის თანხას ითხოვდა.  

„დავაკავეთ, იდეტიფიცირებულია. მაქსიმალურად მაღალ დონეზე ჩაატარეს ყველაფერი და უსისხლოდ დამთავრდა მადლობა ღმერთს, როგორც მძევლები ასევე ყველაფერი გავაკეთეთ, ყველაფერი ვეცადეთ, რომ ეს ადამიანიც უვნებლად დაგვეკავებინა და პასუხისგებაში მიგვეცა… ხან ნახევარ მილიონს ითხოვდა, ხან ერთ მილიონს…  მოთხოვნა არ შეგვისრულებია. ყველას ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური და არავინ დაშავებულა“ – განაცხადა მინისტრმა ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, რომ ყვარელში, საქართველოს ბანკის ფილიალში შეიარაღებული მძარცველი შეიძრა, რომელმაც მძევლები აიყვანა, შემდეგ გაათავისუფლა და თანხას ითხოვდა.

მსგავსი თემები