“კორონავირუსის შემდეგი ტალღა კრიტიკულად საშიში იქნება 60 წელს ზევით ასაკობრივი ჯგუფისთვის, თუ არ მივაღწიეთ მათ ვაქცინაციას” – თამარ გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალ ტალღებს მომავალი წლისთვის, ახალი წლის შემდეგ უნდა ველოდოთ.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ არ გამოუჯობესდება 60 წელს ზემოთ ასაკობრივი ჯგუფების ვაქცინაციის მაჩვენებელი, შემდეგი ტალღა კრიტიკულად საშიში იქნება მათთვის.

„ძალიან საყურადღებოა, რომ დღეს ჩვენს შემთხვევაში ჰოისპიტალიზაციაც და სიკვდილობაც უფრო მეტი არის ისევ 60 წლის ზემოთ პირებში. ყველაზე ნაკლები ვაქცინაციის მაჩვენებელი გვაქვს ამ ასაკის ადამიანებში. ამდენად, ეს მაჩვენებელი უნდა შეიცვალოს საპირისპირო მიმართულებით, რომ თანაფარდობა ვაქცინირებულებში, ყველაზე მაღალი უნდა გვქონდეს 60 წლის ზემოთ, რომ ჩვენ რეალურად შემსუბუქება ვიგრძნოთ ჰოსპიტალური დატვირთვისა და ლეტალური გამოსავლების კუთხით. შემდეგი ტალღა იქნება რეალურად კრიტიკულად საშიში ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის, თუ ჩვენ არ მივაღწიეთ მათ ვაქცინაციას.

ვერასდროს გამოვრიცხავთ სამომავლოდ რისი მოლოდინი უნდა გვქონდეს კორონავირუსის ასეთი უპროგნოზო და გარკვეულწილად სარისკო ცვლილებების პირობებში, ამდენად, რა თქმა უნდა, მოლოდინი ზოგადად არის, რომ შესაძლებელია, იყოს სხვა ტალღაც. ამისთვის უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მომზადებული. ჯერ რთულია საუბარი, ეს არ იქნება უახლოეს მომავალში, მაგრამ სავარაუდოდ, მომავალი წლისთვის უნდა ველოდოთ ახალ ტალღებს. ნოემბრის დასაწყისი ძალიან ადრეა, ეს იქნება უფრო ახალი წლის შემდეგ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მსგავსი თემები