გახდება თუ არა 2 წლის ასაკიდან ნიღბის ტარება სავალდებულო?!

​კორონავირუსის „დელტა“ შტამმა, შესაძლოა, „დღის წესრიგი“ საქართველოშიც შეცვალოს. როგორც იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავართან“ აცხადებს, მსოფლიოს ქვეყნები ახალ, უფრო მკაცრ რეგულაციებზე გადავიდნენ.  

„დელტა ვარიანტმა სრულიად შეცვალა ჩვენი დამოკიდებულება ბავშვებში ნიღბის ტარებასთან დაკავშირებით. ჩვენ მუდმივად ვამბობდით, რო 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში ნიღბის ტარება რთულია და ტექნიკურად ვერ ახერხებენ, რომ რისკები არსებობს, თუმცა, დელტა შტამიდან გამომდინარე, 2 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში ძალიან ბევრი ქვეყანა მიმართავს გადაწყვეტილებას ნიღბის ტარებასთან დაკავშირებით. ასევე, ბევრი ქვეყანა მიმართავს, რომ უმაღლეს სასწავლებლებში მხოლოდ ის სტუდენტები დაუშვან, რომლებიც არიან ვაქცინირებულები; მიმართავს გადაწყვეტილებას, რომ სავალდებულო გახადოს მასწავლებლების ვაქცინაცია და ეს შეძლებისდაგვარად გახდის სწავლების დაწყების პროცესს უსაფრთხოს. რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რთული სათქმელია, თუმცა, ამ მხრივ რაღაც ცვლილება აუცილებლად უნდა იყოს შეტანილი“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავართან“.      

მსგავსი თემები