„იმედის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლით კახა კალაძემ გაიმარჯვა

  •  

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლით, რომელიც „გორბს“ ეკუთვნის, 18:00 საათის მონაცემებით, თბილისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ  57,2%  მიიღო. ნიკანორ მელიამ კი – 42.8%.

რაც შეეხება სხვა ქალაქებს, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, დანარჩენ 3 დიდ თვითმმართველ ქალაქში მონაცემები ასე გადანაწილდა:

ბათუმი – „ქართული ოცნება“, არჩილ ჩიქოვანი – 50,8%, „ნაციონალური მოძრაობა“, გიორგი კირთაძე 49,2%; ქუთაისი – იოსებ ხახალეიშვილი – 51,9%, ხატია დეკანოიძე 48,1%; რუსთავი – ნინო ლაცაბიძე – 53,8%, დავით კირკიტაძე 46,2%.

მსგავსი თემები