რუსთაველის გამზირზე, სადაც გზის სავალი ნაწილი დაზიანდა, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ

რუსთაველის გამზირზე, მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე წყლის მილის დაიზანების გამო ასფალტი ჩაინგრა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ამ წუთებში, ადგილზე შესაბამის სამუშაოებს კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აწარმოებს.

ცოტა ხნის წინ აღნიშნულ ტერიტორიაზე გზის გასაკეთებლად მისული ტრაქტორი ჩავარდა.

რუსთაველის გამზირზე, სადაც გზის სავალი ნაწილი დაზიანდა, თბილისის მერიის ყველა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელი იმყოფება.

მსგავსი თემები