საქართველოში კანაფის გადამამუშავებელი საწარმო უნდა შეიქმნას – აკაკი ზოიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დეპუტატ აკაკი ზოიძის ინფორმაციით, საქართველოდან ნედლი მარიხუანის გატანას პარლამენტი მხარს არ დაუჭერს. თუმცა, კანაფის მოყვანა-კულტივაციის ინიციატივა, იმ შემთხვევაში მოიპოვებს საკანონმდებლო ორგანოს მხარდაჭერას, თუ ის სამედიცინო პრეპარატებისა და კოსმეტიკური საშუალებებისთვის ადგილზე გადამუშავდება და ამისთვის სპეციალური საწარმო შეიქმნება.

როგორც დეპუტატი აცხადებს, საქართველოში მოყვანილი კანაფი ადგილზე უნდა გადამუშავდეს და ექსპორტზე ნახევარფაბრიკატის ან საბოლოო პროდუქტის სახით გაიგზავნოს – იქნება ეს ეთერზეთები, მედიკამენტები თუ კანაფისგან მიღებული სხვა პროდუქტი. თუმცა, ყველა ეს დეტალი კანონპროექტში ჩაწერილი არ არის.

“კითხვები და მოსაზრებები ჩვენც გვაქვს, გაიმართება მსჯელობა და კითხვებზე პასუხები უნდა მივიღოთ, რათა მომზადებულ ინიციატივას მხარი დავუჭიროთ. პრინციპების დონეზე გვითხრეს, რომ მისაღებია პრინციპი, რაც ახლა დავასახელე. საქართველოდან ნედლი მარიხუანას ექსპორტზე საუბარი არ არის და ინიციატივას ამიტომაც ვუჭერ მხარს“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

 

მსგავსი თემები