“ტურისტების მიერ კორონავირუსის შემოტანის 400-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული” – ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოში ტურისტების მიერ კორონავირუსის შემოტანის 400-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე  განაცხადა.

მისი თქმით, 400-ზე მეტი შემთხვევაა ტურისტებში ბოლო ერთ თვეშია გამოვლენილი და მისი თქმით, ზოგ მათგანს ადგილზე დაუდასტრდა, ზოგს კი ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ. 

“შემთხვევების მატება უკავშირდება თუ არა “დელტა” შტამს, ამას ვერ გეტყვით. მეტ მობილობას, მეტი ადამიანის შემოსვლას უკავშირდება, მათ შორის, “დელტა” შტამთან მიმართებაშიც. გუშინ კიდევ 7 შემთხვევა დადასტურდა ჩვენთან. გარდა ამისა, დღეს საბჭოს ვაუწყე, რომ ტურისტებში ჩვენ დაახლოებით 400-ზე მეტი შემთხვევა გვაქვს ქვეყანაში ინფექციის შემოტანის და შემდგომ მათი იზოლირების. გაზრდილი მობილობა ერთ-ერთი რისკ-ფაქტორია ინფექციის გავრცელების,” – განაცხადა გამყრელიძემ.

მსგავსი თემები