“გირჩი” წინასაარჩევნოდ ქართული კრიპტო-დოლარის შექმნას და გლობალურ ბაზარზე გატანას გეგმავს

პარტია “გირჩმა” თვითმმართველობის არჩევნებისთვის მთავარი სახეები დაასახელა, სადაც სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს. მათ შორის, საუბარია “პოლიტიკური ნდობით გამყარებული” კრიპტოვალუტის შემუშავებაზე და მისი გლობალურ ბაზარზე გატანაა. 

იდეის შესახებ პარტია “გირჩის” საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი, თბილისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი, ოთო ზაკალაშვილი საუბრობს. 

“ქართული დოლარი, გირჩის ციფრული ვალუტა წინასაარჩევნოდ გახდება ნამდვილი კრიპტოვალუტა, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ რეალურად ჩვენი უნიკალური იდეა, რომ კრიპტოვალუტა, რომელიც გამყარებულია პოლიტიკური პარტიის წარმატებით, გავიტანოთ გლობალურ ბაზარზე,” – ამბობს ოთო ზაკალაშვილი.

მსგავსი თემები