“რატომ ვერ იკავებთ თავს, ამ დარბაზში საბჭოთა და რუსული ჰიმნი არ გაახმოვანოთ?” – მდინარაძე “ნაციონალებს“


„ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები რატომ ვერ იკავებთ თავს, რა დაუოკებელი სურვილია ასეთი, რომ ამ დარბაზში საბჭოთა და რუსული ჰიმნი არ გაახმოვანოთ და ეს არ აკადროთ ამ დარბაზს“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ რიგგარეშე სესიაზე განაცხადა.

მდინარაძე სესიაზე ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია“ წევრის მიერ რუსეთის ჰიმნის ჩართვას გამოეხმაურა.

„ოკუპაციაზე ლაპარაკობენ, მოღალატეობრივ რეზოლუციაზე აღარ ვილაპარაკებ, რომელსაც მათ მოაწერეს ხელი ომიდან 2 თვის თავზე. ეს არ იკმარეთ და დღემდე ახსენებთ ხალხს რუსულ ჰიმნს და ამ მეთოდებით ვითომ რაღაცის წინააღმდეგ იბრძვით. როდესაც მოგონილ პრობლემებს ებრძვით, რეალური პრობლემები რჩება გვერდზე და ასეთ პრობლემებს თქვენ თუ ვერ აგნებთ, მიგითითებთ.  ასევე ლაპარაკობენ ოკუპაციაზე. მე იმ მოღალატეობრივ რეზოლუციაზე აღარ ვილაპარაკებ, რომელსაც მათ მოაწერეს ხელი ომიდან 2 თვის თავზე, მაგრამ  ნაცმოძრაობის წარმომადგენლები რატომ ვერ იკავებთ თავს, რა დაუოკებელი სურვილია ასეთი, რომ ამ დარბაზში საბჭოთა და რუსული ჰიმნი არ გაახმოვანოთ, და ეს არ აკადროთ ამ დარბაზს“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი თემები