„ჩვენი სფერო ახლიდან, თავიდან დაიბადა“ – შოთა ბურჯანაძე „მედიცანტრ მთავრში“

„ჩვენი სფერო პატარა ბავშვი იზრდება, ამ ვითარებაში დადებითი არის, ის, რომ სფეროში განვითარდა ის მიმართულებები, რაც დღემდე არ გვქონდა,“ – ამის შესახებ „მედიცანეტრ მთავარში“ „რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა“ შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.

ბურჯანაძე ამბობს, რომ რესტორნები ორიენტირებულები უნდა იყვნენ ტურისტების ინტერესებზე, მისივე თქმით ამით ტრადიციებს საფრთხე არ ემუქრება:

ჩვენი სფერო ახლიდან დაიბადა,  მაგალითად ის, რომ რესტორანი არაა მხოლოდ დათრობის ადგილი და იქ შესაძლოა ვახშმობა, სადილი და საქმიანი შეხვედრები.

9 მილიონ ნახევარი ტურისტი ჩამოდის და ამაზე გადაერთო თითქმის ბიზნესი, რაც სწორი მიმართულება, გადასული ვართ იმაზე, რას ითხოვს სტუმარი და არა რას შევთავაზებთ ჩვენ, სასურველია ქვეყანა ამ კუთხით განვითარდეს, ეს არ ნიშნავს, რო ტრადიციებს ვკარგავთ,“ – განაცხადა ბურჯანაძემ „მედიცენტრ მთავარში.“

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები