„ხდება საზოგადოების ფსიქოლოგიური მობილიზაცია სასამართლოს წინააღმდეგ“ – უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე მედიას სასამართლოს წინააღმდეგ, მიზანმიმართულ კამპანიაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მოსამართლეების დემონიზაცია ხდება, რაც თითოეული მოსამართლის ღირსებაზე გადის.

ნინო ქადაგიძის შეფასებით, საზოგადოება სასამართლოს ენდობა და სასამართლო სისტემა დამოუკიდებელია.

„ბოლო პერიოდში, სასამართლოსთან მიმართებით ძალიან მძიმე ტენდენციები განვითარდა. ვფიქრობთ, რომ ფაქტობრივად, ხდება საზოგადოების ფსიქოლოგიური მობილიზაცია სასამართლოს წინააღმდეგ. მოსამართლეების დემონიზაცია ხდება და ეს თითოეული მოსამართლის ღირსებაზე გადის. ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი სასამართლოს ენდობა. სასამართლოს სერიოზული პროგრესი, მიღწევები აქვს“ – განმარტავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

მოსამართლეების დამტკიცების საკითხთან დაკავშირებით ბურთი პარლამენტის მოედანზეა.  

„ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ სასამართლო იყოს დამოუკიდებელი. მართლმსაჯულებაში ხელის ცეცების უფლება არავის  ექნება. ყველა პირობას, რასაც მე დავდებ ერის და საზოგადოების წინაშე დავიცავ. ჩვენ ანგარიში გავუწიეთ, უბრალოდ, პოლიტიკოსებს დაველოდეთ ცვლილებებს და არც ერთი საკითხი, არც ერთი ნორმა არ შეიძლება ვინმეს მიერ დასახელებული იქნას, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ არ დაიცვა. ჩვენ არ გვქონდა რაიმე საკანონმდებლო მექანიზმი, ჩამკეტი ბერკეტი, რომელიც ამ პროცესებს შეაჩერებდა. ახლა უკვე ბურთი პარლამენტის მოედანზე, პოლიტიკოსები პარლამენტში არიან უკვე შემდეგი მათი დამოკიდებულება არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა“ –  განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ მედიასთან.

მსგავსი თემები