საბერძნეთის ციხეში ქართველმა ქართველი მოკლა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, საბერძნეთს ციხეში ქართველი მოკლეს, მისი მკვლელი კი ასევე ქართველია. ბერძნული მედიის ინფორმაციით, მკვლელობის იარაღად გამოყენებულია დანა.  

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული 43 წლის ქართველი დავით მურტინელია. ის სხვა მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. კერძოდ,  საბერძნეთის ცნობილი მსახიობის ნიკოს სერგიანოპულოსის მკვლელობისთვის, რომელსაც  დანით  21 ჭრილობა მიაყენა. მას სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. 

რაც შეეხება მოკლულს, მას გულის შეტევა დაეწყო, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მსგავსი თემები