„ქართულ ოცნებას“ უჭირს კონკურენტებთან ოპონირება და ემსგავსება „ნაციონალურ მოძრაობას“ – გიორგი გახარია

ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მმართველი გუნდის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მსგავსებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეს სახეზეა სიტყვებისა და ფრაზების დონეზე.  

„ქართულმა ოცნებამ“ ბევრი უმნიშვნელოვანესი რეფორმა გაატარა. „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, ქვეყანამ ბევრი მიმართულებით სერიოზული პროგრესი განიცადა. არ მინდა ახლა აქ ჩამოვთვალო, აი მედია თავისუფლებიდან დაწყებული… მაგრამ ამ ბოლო პერიოდში, როდესაც „ქართულ ოცნებას“ უჭირს უკვე კონკურენტებთან ოპონირება, ძალიან ემსგავსება „ნაციონალურ მოძრაობას“. აი სიტყვების დონეზე, ფრაზების დონეზე, ქმედებებზე არაფერს არ ვამბობ. ძალიან ემსგავსებიან ერთმანეთს და ეს არის იმედგაცრუება. ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში როდესაც ვთვლიდი, რომ ეს იყო ქვეყნისთვის განმსაზღვრელი მომენტი, ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციისთვის, ავიღე პასუხისმგებლობა და გადავდექი და ამაზე უფრო მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯი პოლიტიკოსისთვის არ არსებობს“ – აცხადებს გახარია.

მსგავსი თემები