კორონავირუსს 18 ინფიცირებული ემსხვერპლა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 438 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 348 705-მდე.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 255 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 754 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 435 შემთხვევა, აჭარა – 35, იმერეთი – 76, ქვემო ქართლი – 54, შიდა ქართლი – 22, გურია – 9, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 35, კახეთი – 69, მცხეთა-მთიანეთი – 9, სამცხე-ჯავახეთი – 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.

მსგავსი თემები