„შეიძლება, ჩემმა ღია საუბარმა დააზიანოს და მოლაპარაკებები ჩაშალოს“ – გომელაური დატყვევებულ გახელაძეზე  

  •  

შინაგან საქმეთა მინისტრმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მედიის კითხვებს უპასუხა. როგორც ვახტანგ გომელაურმა ზაზა გახელაძის გათავისუფლებისა და მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ განაცხადა, მთავრობა პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით ყველაფერს აკეთებს, რომ ზაზა გახელაძე მალე გათავისუფლდეს და ოჯახს დაუბრუნდეს.

„ეს, რა თქმა უნდა, დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო. ყველა მთავარი იყო – ადამიანს ეხება და მის უკანონო დაკავებას. ამ შემთხვევაში, გამიჭირდება ვისაუბრო დეტალებზე, თუმცა, მე ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, ყველა პარტნიორი, ჩვენი მეგობრები, საერთაშორისო ორგანიზაციები – ყველანი ჩართული არიან ზაზა გახელაძის გათავისუფლებაში. ვიმედოვნებ, რომ მიიღებენ გონივრულ გადაწყვეტილებას და გაათავისუფლებენ ამ ადამიანს და მალე დაუბრუნდება თავის ოჯახს. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ.  შეიძლება, ჩემმა ღია საუბარმა დააზიანოს და მოლაპარაკებები ჩაშალოს. ვიცით, რომ ყველა ჩართულია – მთავრობა, ვიმეორებ – საერთაშორისო ორგანიზაციები და ჩვენი მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორები და სახელმწიფოები. ოჯახთან ვართ კონტაქტზე და მათთან უფრო მეტი გახსნილობა გვაქვს”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მსგავსი თემები