ყიფიანის ქუჩაზე კლდის ჩამონგრევის შესახებ ინფორმაცია არ დადასტურდა  

თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში აცხადებენ, რომ მთაწმინდის რაიონში, ყიფიანის ქუჩაზე გუშინ, გვიან ღამით, კლდე არ ჩამოშლილა, როგორც ამასთან დაკავშირებით მოქალაქეები ავრცელებდნენ ინფორმაციას. ადგილზე მიმდინარეობს კლდის გამაგრების სამუშაოები.

როგორც ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში განმარტავენ, ინფორმაცია ადგილზე ოპერატიულად გადამოწმდა და დადგინდა, რომ ასეთი ფაქტი არ მომხდარა. ყიფიანის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობა სამი თვის განმავლობაში შეჩერებული იყო, ვიდრე ხელახალი გეოლოგიური დასკვნები შემუშავდებოდა. ახალი დასკვნის საფუძველზე, ზედამხედველობის სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ, ადგილზე მიმდინარეობს კლდის გამაგრებითი სამუშაოები.

მათივე თქმით, ახალი გეოლოგიური დასკვნების მიხედვით განსახორციელებელი სამუშაოების გეგმას ადგილობრივ მოსახლეობას, თბილისის მერიის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები და ექსპერტები უახლოეს ხანებში გააცნობენ.

მსგავსი თემები