„ლელოს“ ლიდერი, საქართველოს პარლამენტის წევრი მამუკა ხაზარაძე მმართველ გუნდს აფრთხილებს, მოსამართლეთა დანიშვნა არ დაიწყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოპოზიცია პარლამენტის დატოვებით იმუქრება.
„მოვისმინეთ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის განცხადება, რომ აპირებთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესის გაგრძელებას. ეს არის ხელმოწერილი შეთანხმების უხეში დარღვევა. ეს არის ვენეციის კომისიის თითქმის ყველა რეკომენდაციის უგულებელყოფა. ასეთი მიდგომა ქვეყნის ხვალინდელი დღის ღალატია და ყველაფერი, რაც აქამდე იყო, 6-თვიანი კრიზისი, არის ფიქცია და ამ ფიქციის სათავეში დგახართ თქვენ“ – ასე მიმართა მამუკა ხაზარაძემ მმართველ გუნდს.
მისი თქმით, ამისი გაკეთება არაფრით შეიძლება.
„არ დავუშვებთ, რომ დანიშნოთ მოსამართლეები, რომ ქვეყანას ჰყავდეს მართლმსაჯულება, რომელიც ერთი კაცის მიერ იმართება. თავს არავის მოგატყუნებინებთ! თუ ხელშეკრულების პატივისცემა და შესრულება არ იცით, მოგიწევთ ეს ხელშეკრულება ჩვენს გარეშე წეროთ. მინდა სრულიად ოპოზიციას მოვუწოდო, რომ ჩვენ პარლამენტიდან გავალთ და „ქართული ოცნება“ დარჩებით მარტო “, – განაცხადა ხაზარაძემ პარლამენტის სხდომაზე.