ახალი თავის ტკივილი ბიზნესს – რას  ავალდებულებს მთავრობა მეწარმეს?!

1 ივნისამდე, ბიზნესი ვალდებულია, დამატებითი ხარჯი გაწიოს და საკუთარი ობიექტი თუ ობიექტები იმ მოცულობის სათვალთვალო კამერებითა და დამატებითი ტექნიკით აღჭურვოს, რაც მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა.

დადგენილება მარტში მიიღეს და ის შემდეგ სექტორებს ეხება:
ა) სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება;
ბ) სიგარაბარი;
გ) ბაზარი/ბაზრობა;
დ) სავაჭრო ცენტრი.

დადგენილების მიხედვით, ცვლილება ხორციელდება უსაფრთხოების მიზნით.

ვიდეომეთვალყურეობის სისტემის განთავსება სავალდებულოა: პირის საკუთრებაში ან/და მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ იმ შენობა-ნაგებობაზე, სადაც შემდეგი სახის საქმიანობა ხორციელდება: საბითუმო ვაჭრობა; საცალო ვაჭრობა; განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფა და საკვებით და სასმელებით მომსახურება მათ შორის, რესტორნები, ბარები და ა.შ.

რაც შეეხება ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ტექნიკური პარამეტრებს, შემდეგია:

ა) ვიდეოკამერა: ქსელური (IP);
ბ) კამერის გარჩევადობა: არანაკლებ 3 მეგაპიქსელი (2048X1536 QXGA);
გ) მგრძნობელობა: 0 ლუქსი აქტიური განათების შემთხვევაში (0.1 აქტიური განათების გარეშე);
დ) დაფარვის ზონა: შესაძლებელი უნდა იყოს შენობა-ნაგებობის მთავარი და სათადარიგო შესასვლელების 20-მეტრიანი რადიუსის ფართობის ვიზუალურად დანახვა;
ე) ჩანაწერის გარჩევადობა: არანაკლებ 3 მეგაპიქსელი (2048X1536 QXGA), არანაკლებ 5 კადრი წამში. დღე-ღამის რეჟიმში განხორციელებული ჩანაწერი უნდა იძლეოდეს ადამიანის (ობიექტის) ზუსტი იდენტიფიკაციის საშუალებას;
ვ) სერტიფიკატი: აპარატურას უნდა გააჩნდეს ISO სერტიფიკატი.

უხეში დათვლით, ერთი ვოდეოსათვალთვალო მოწყობილობის დაყენება დაახლოებით 1100-1300 ლარის ფარგლებში მერყეობს. თუმცა, თუ მას დავამატებთ ერთ კონკრეტულ ობიექტზე რამდენიმე მოწყობილობის მოთხოვნას, ხარჯები საკმაოდ დიდია.

 

მსგავსი თემები