„ევროკავშირის დახმარება უპირობო არ არის“ – კრისტიან დანიელსონი

ევროკავშირი საქართველოს პირობის შესრულების აუცილებლობაზე მიანიშნებს და შეახსენებს, რომ საქართველოს დახმარება უპირობო არ არის რეფორმები უნდა განხორციელდეს.   

როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი  წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი აცხადებს, ვალდებულებები შესასრულებელია.

„შეთანხმება შეიცავს არაერთ მნიშვნელოვან შეთანხმებას, რომელმაც შეიძლება გრძელვადიანი გავლენა იქონიოს ქართული დემოკრატიის ჩამოყალიბებაში. დემოკრატია ვერ შედგება კანონის უზენაესობის მყარი საფუძვლის გარეშე. მისი თქმით, 19 აპრილის შეთანხმების განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოს იმ გამოწვევების გადასალახად, რის წინაშეც დგას. ამ შეთანხმებით საქართველო შეძლებს ფოკუსირება მოახდინოს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა პანდემია და მისი ეკონომიკური შედეგები, ასევე გარემოსდაცვითი გამოწვევების გადალახვა“, – აღნიშნა დანიელსონმა.

ევროპელმა დიპლომატმა იმ ფინანსურ დახმარებაზე ისაუბრა, რაც ევროკავშირმა საქართველოს ბოლო პერიოდში აღმოუჩინა და აღნიშნა, რომ  ევროკავშირის დახმარება უპირობო არ არის.

„ევროკავშირის დახმარება უპირობო არ არის და დაკავშირებულია ადგილზე რეფორმების განხორციელებაში მიღწეულ კონკრეტულ პროგრესზე და ეს ასეც უნდა იყოს ახლო პარტნიორებს შორის. უახლოეს პერიოდში უნდა შეთანხმდეს ამნისტიის შესახებ კანონი. უნდა გაგრძელდეს მუშაობა სააღჩევნო რეფორმაზეც”, – აღნიშნა დანიელსონმა.

მსგავსი თემები