„ფიზიკური არსებობის შენარჩუნებისთვის უნდა მიხვიდეთ შეთანხმებამდე“ – ევროპარლამენტარების მორიგი განცხადება

„საქართველო უნდა გაუმკლავდეს არსებულ გამოწვევებს. სულ მცირე, სახელმწიფოს ფიზიკური არსებობის შენარჩუნებისთვის, უნდა მიხვიდეთ შეთანხმებამდე და უნდა მოახდინოთ მისი იმპლემენტაცია. მეტი სივრცეა საჭირო ოპოზიციისთვის“ – აცხადებს ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, საერთო ენის გამონახვა აუცილებელია და ამ მხრივ ნაბიჯი ორივე მხარემ უნდა გადადგას.

„ოპოზიცია, რომელიც რჩება პარლამენტის მიღმა, მარტივად რომ ვთქვათ, ამცირებს საქართველოს შესაძლებლობებს. ხელისუფლებამ უნდა გახადოს შესაძლებელი და ოპოზიციამ უნდა გამოიჩინოს ნება, რომ გამოინახოს საერთო ენა. ეს აბსოლუტურად აუცილებელია…  ყოველთვის ვიყავი საქართველოსთან, რადგან მე მჯერა საქართველოსი, მჯერა საქართველოს მოსახლეობის, რადგან ჩვენ გვაქვს ურთიერთობის საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია, რომელიც გაძლიერდა უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში. საქართველოს აქვს საკმაო გამოცდილება, მათ შორის, ისტორიული გამოცდილება, რომ გაუმკლავდეს არსებულ გამოწვევებს“ – განაცხადა ევროპარლამენტარმა.  

მსგავსი თემები