ისრაელსა და პალესტინას შორის დაღუპულთა რაოდენობა იზრდება

დაჯგუფება „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქ აშდოდის მიმართულებით 50-ზე მეტი რაკეტა გაუშვა. რაკეტის სამიზნე გახდა ღაზის სექტორის მოსაზღვრე ისრაელის დასახლებებიც. დღეს ისრაელში უსაფრთხოების კაბინეტის სხდომა გაიმართება.

ანკლავის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღაზაში, საომარი მოქმედებების შედეგად 49 ადამიანი დაიღუპა. ოფიციალური  ისრაელის განცხადებით კი მათ 6 ადამიანის დაკარგეს.

დაღუპულთა შორის 14 ბავშვი და სამი ქალია. არაბულ ანკლავში აცხადებენ, რომ ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, სულ მცირე 320 ადამიანია დაშავებული.

მსგავსი თემები