„ვერანაირი მორალური არგუმენტით ვერ გაამყარებს პარტია, გაყალბებული არჩევნებით შემდგარი პარლამენტის გაპრავებას“ – ზურაბ ნადირაძე

„ვერანაირი მორალური არგუმენტით (100/0-თან ) ვერ გაამყარებს პარტია, გაყალბებული არჩევნებით შემდგარი პარლამენტის გაპრავებას, იმ პარლამენტისა, რომელმაც დღე-დღეზე ისეთი ამნისტიის კანონი უნდა მიიღოს, რომელიც 20 ივნისის თვალებისდამთხრელებს და კრიმინალებს პასუხისმგებლობის გარეშე დატოვებს, 20 ივნისი ერთგვარი წითელი ხაზია, ვფიქრობ ახსნა არავის ჭირდება (ქოცების და ხელისმომწერების გარდა) და ასეთი თემების უგულებელყოფას საზოგადოება არავის პატიობს, „ – ასე ეხმაურება პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ პოლიტსაბოს წევრი ზურაბ ნადირაძე „ნაცინალური მოძრაობის“ პარლემენტრში შესაძლო შესვლის საკითხს.

ზურაბ ნადირაძე ოპოზიციას ახსენებს „ქართული ოცნების“ “მუქარას”:

„საინტერესოა “ქართული ოცნების” რიტორიკის და კობახიძის ბოლო განცხადებების შემდეგ,- “რომ ქვეყანაში პოლიტიკური დევნა გაგრძელდება”, – თავმოყვარე ძალას როგორ მოსდის აზრად, რომ პარლამენტში შევიდეს (განიხილავს ჯერ), მხოლოდ საერთაშორისო არგუმენტები, რაც უცხოელ პარტნიორებთან ფაქტობრივი კონსულტაციებით არც თუ ძნელი გასაბათილებელია. ამომრჩევლის და ქვეყნის მოსახლეობის თვალში ძალიან სუსტი მიზეზია დასარწმუნებლად.

თავში უნდა დამეწერა და აქ დავწერ, უამრავმა სამოქალაქო აქტივისტმა და სხვადასხვა პარტიების მხარდამჭერმა პატრიოტმა მოიტანა მუხტი აქამდე, რომლებმაც ქუჩაში, ყინვაში და ქარში მრავალი დღე გაატარეს, “ოცნების” ზონდერი პოლიციელების ცემა-ტყეპის და დაკავებების ხაჯზე, 8000-მდე სამოქალაქო აქტივისტზეა გამოწერილი ჯარიმა, რასაც ფიზიკურად ვერ იხდიან და ვერც გადაიხდიან. თუ ამ ადამიანების წინაშე ვინმე შემსვლელს მორალური და ადამიანური პასუხისმგებლობა არ აწუხებს, შედით ბატონო, ქოცები მაინც არაფრის შეცვლის ბერკეტს არ მოგცემენ და თავების გასაბითურებლად, დასაცინად და ხელფასების ასაღებად თუ შედიხართ, კი იცით სადაც უნდა მიხვიდეთ .

პ.ს. ერთ-ერთი მიზეზი თუნდაც ელისაშვილების, იაგოველების, გოგიტავაშაძეების და მათნაირების საღლიცინოდ და ნიშნისმოგებით თითის გასაშვერად არ უნდა გაიხადოს თავი ბოიკოტის შემოქმედმა მნიშვნელოვანმა ოპოზიციურმა ძალამ (ძალებმა), რომელთაც ამ უბადრუკი აქტივდაკარგულ “შესულებზე” ჭკუის სასწავლებლად, მათი ამომრჩევლის თავისკენ გადმოქაჩვის და აქტივის გაზრდის პოტენციალი ნამდვილად აქვს,“ – წერს ნაიდრაძე სპციალურ ქსელში.

მსგავსი თემები