“ახლა, როცა ბატონი მელია გათავისუფლდა, ველოდები, რომ ვისაც ჯერ არ მოუწერია ხელი შეთანხმებისთვის, მოაწერენ და დაიკავებენ თავიანთ ადგილებს პარლამენტში” – ჯიმ რიში

მოხარული ვარ, რომ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ნიკა მელია ციხიდან გათავისუფლდა. მისი გათავისუფლებით შესრულდა 2021 წლის აპრილის შეთანხმების ერთ-ერთი ძირითადი პირობა,- ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის, ჯიმ რიშის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

სენატორის თქმით, ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ პოლიტიკური პარტიების პარლამენტში შესვლას ელოდება.

„ახლა, როდესაც ბატონი მელია გათავისუფლდა, ველოდები იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც ჯერ არ მოუწერიათ ხელი შეთანხმებისთვის, შეასრულებენ თავიანთ დანაპირებს, მოაწერენ ხელს, დაიკავებენ თავიანთ ადგილებს საქართველოს პარლამენტში და იმუშავებენ სხვა ხელმომწერებთან ერთად იმისთვის, რომ დახურონ ეს უსიამოვნო თავი საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში,“- აღნიშნულია სენატორის განცხადებაში.

მსგავსი თემები