„დიახ, უნდა შედგეს 15 მაისის აქცია“ – მალხაზ მაჩალიკაშვილი

„ხშირად მხვდება ფეისბუქ კედლებზე საზოგადოების ნაწილის მიერ დასმული კითხვა რა უნდა მოვითხოვოთ 15 მაის აქციაზე, უნდა შედგეს თუ არა ის დაანონსებული აქცია,“ – ამის შესახებ სოციალურ ქელში მალხაზ მაჩალიკაშვილი წერს.

მაჩალიკაშვილი თვლის, რომ დაანონსებული აქცია არ უნდა გაუქმდეს:

„უნდა შედგეს რა თქმა უნდა და მინდა გიპასუხოთ ასე, – დიახ უნდა შედგეს და უნდა გაგრძელდეს, მანამ სანამ ნიკა მელიას ტყვეობიდან არ გაათავისუფლებენ, ეს უნდა შევძლოთ და თუ სადმე რომელიმე ოპოზიციამ თუ ოპოზიცის ლიდერებმა დაუშვა შეცდომა, ეს დიდი შანსი იქნება მათთვის გამოასწორონ ყოველი არასწორი გადადგმული ნაბიჯი.

მე არავის არაფერში ვადანაშაულებ, მაგრამ საზოგადოებაში ეს განწყობა არის.

თუ ჩვენ შევძელით აქ მელიას დახსნა, უსამართლო „ქოცხროვის“ პოლიტპატიმრის, ეს იქნება გამარჯვების ფორმულა და დასაწყისი „ქოცხროვის“ დასრულებისა,“ – წერს მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები