იაგო ხვიჩია სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

  •  

პარტია “გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩია დღეს პრეზიდენტს შეხვდა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილთან – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებული ცვლილებები განიხილა. 

როგორც იაგო ხვიჩიამ განაცხადა კანონპროექტი რომელიც პარლამენტმა ნაჩქარევად მიიღო, ისევე როგორც საქართველოში ამერიკის საელჩოსთვის, მისთვისაც მიუღებელია,. 

როგორია პრეზიდენტის განწყობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განსახორციელებელი ცვლილიებების შესახებ და გამოიყენებს, თუ არა სალომე ზურაბიშვილი ვეტოს უფლებას, იაგო ხვიჩია ამის შესახებ წინასწარ ვერ საუბრობს. 

“დღეს შევხვდი ქალბატონ პრეზიდენტსაც ამ თემასთან დაკავშირებით და ვილაპარაკეთ. ეს იყო ყველაზე საინტერესო საკითხი, რომელიც ჩემი აზრით ეწინააღმდეგებოდა ამ წუთას შარლ მიშელის მიერ დადებული დოკუმენტის სულისკვეთებას. მე პარლამენტში არ წარმოვადგენ დიდ პარტიას, ოპოზიციონერებიც იქ არ არიან, მაგრამ ჩემი ამოცანა ამ შემთხვევაში იყო საბჭოთა ადმინისტრაციული კანონმდებლობის კიდევ უფრო გამკაცრების წინააღმდეგ ბრძოლა,” – ამბობს იაგო ხვიჩია.

იაგო ხვიჩია ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილთან არ ყოფილა საუბარი საკითხზე, აპირებს თუ არა ის ვეტოს დადებას კანონპროექტზე. 

მსგავსი თემები