პოსტკოვიდური გართულება ბავშვებში, რომელიც ერთ კლინიკაში უკვე 69-ჯერ დაფიქსირდა

პედიატრი ივანე ჩხეიძე ინფიცირებულთა მაჩვენებლის ზრდის ტენდენციის ფონზე არ გამორიცხავს, რომ ბავშვებში მულტისისტემური ანთებითი სინდრომით მომართვიანობა გაიზარდოს.

როგორც ივანე ჩხეიძემ  განაცხადა, საქართველოში მულტისისტემური ანთებითი სინდრომის უკვე 80-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული.

„იაშვილის კლინიკაში ამ დიაგნოზით პირველი პაციენტი 2 ნოემბერს იყო ჰოსპიტალიზებული. 69 შემთხვევაა დაფიქსირებული იაშვილში. ამ ბავშვების მართვაში მინიმუმ შვიდი სხვადასხვა სახის ექიმი უნდა იყოს ჩართული. ამ დროს მინიმუმ ორი სისტემაა დაზიანებული. ეს შეიძლება იყოს კუჭ-ნაწლავის სისტემა, შეიძლება იყოს ღებინება, მუცლის ტკივილი, კანზე გამონაყარი, კიდურების შეშუპება, შესაძლებელია სახსრების დაზიანება, ხველა, ასევე, შესაძლებელია ნერვული სისტემაც იყოს ჩართული. მაგრამ ყველაზე მთავარი და წამყვანი ეს არის ტემპერატურა – მაღალი, 38 გრადუსი და მეტი, რომელიც გრძელდება მინიმუმ 24 საათის განმავლობაში.

ყველა მშობლისთვის, რომელსაც სურს რომ ნახოს და შეაფასოს, მის შვილს ხომ არ აქვს ეს სინდრომი, ძალიან მარტივ რჩევას ვიძლევით, შეააფსეთ ტემპერატურა, თუ ეს 38 გრადუსზე მეტია და 24 საათზე მეტხანს გრძელდება, მაშინ, დაფიქრდით, ხომ არ არის ტემპერატურასთან ერთად, რომელიმე სხვა ნიშანი, ისეთი, რომელიც ჩამოვთალე.შესაბამისად, იმ ცენტრების ჩამონათვალი, რომელთაც შეუძლიათ ასეთი ბავშვების მართვა შეზღუდულია.

კორონავირუსის მწვავე გართულება შესაძლებელია ბინაზე, მხოლოდ 2%-ს სჭირდება ჰოსპიტალიზაცია. მულტისისტემური ანთების დროს პირიქით არის, 98%-ს სჭირდება ჰოსპიტალიზაცია და უიშვიათესია მსუბუქად მიმდინარე შემთხვევები. ამიტომ, აქ სიფრთხილე განსაკუთრებით საჭიროა, “- ამბობს ივანე ჩხეიძე.

მსგავსი თემები