წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოეწერში, ყოფილი სასტუმროს შენობაში აფეთქება მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, აფეთქდა გაზის ბალონი, რის შედეგად შენობის ნაწილი ჩამოინგრა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, აფეთქების შედეგად ხანძარი 30 კვ.მ-ზე გაჩნდა და შენობის მინები ჩაიმსხვრა.
წალენჯიხის მერის ბესო ფარცვანიას ინფორმაციით, შენობაში დროებით ენგურჰესის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებულები ცხოვრობენ.
პირველადი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.