განათლების სამინისტრო COVID-19-ის პრევენციის მიზნით სკოლების მონიტორინგს აგრძელებს

განათლების სამინისტრო სკოლებში COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით სკოლების მონიტორინგს აგრძელებს.

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ დავით ნოზაძესთან და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროს გელა გელაძესთან ერთად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს ესტუმრა და ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის მიღებულ ზომებს პირადად გაეცნო.

როგორც ეკატერინე დგებუაძემ აღნიშნა, მცხეთის საჯარო სკოლებში, მოსწავლეთა მაღალი დასწრების მიუხედავად, კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია და ახლა მთავარია, არსებული სტაბილურობის შესანარჩუნებლად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა ზედმიწევნით დაიცვან სამინისტროს რეკომენდაციები.

“მოვინახულეთ არაერთი სკოლა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არის 100%-იანი დასწრება ყველა სკოლაში, სადაც ვიმყოფებოდით. სკოლა არის მომარაგებული ყველა საჭირო რესურსით ჰიგიენა-სანიტარიის მიმართულებით და ასევე არის დაცული ყველა ის წესი, რომელიც არის შემუშავებული როგორც განათლების სამინისტროს, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ,” – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

მსგავსი თემები