,,მივიჩნევთ, რომ საქართველოსთან ომის ალბათობა მაღალია”- ინალ არძინბა

,,ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერამდე აფხაზეთის ხელისუფლება საქართველოსთან ომის ალბათობას შეაფასებს, როგორც მაღალს,” – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა აცხადებს.

არძინბას მტკიცებით, აშშ  საქართველოზე ზეწოლას ახორციელებს, რათა ე.წ.მეორე ფრონტი გაიხსნას.

„ვიდრე საქართველოსთან ჟენევის დისკუსიებზე ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას მოვაწერთ ხელს,  ჩვენ მივიჩნევთ, რომ საქართველოსთან ომის ალბათობა მაღალია. ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ საქართველო ამ შეთანხმებას ხელს არ აწერს“, – განაცხადა არძინბამ.

 

მსგავსი თემები