სასამართლო ნიკანორ მელიას საქმეს 16:00 საათზე განიხილავს

თბილისის საქალაქო  სასამართლო „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკანორ მელიასთვის საპატიმრო სანქციის შეფარდებასთან დაკავშირებით დღეს, 16:00 საათზე იმსჯელებს.

როგორც ნიკანორ მელია, ისე სხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები, წევრები და აქტივისტები „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში იმყოფებიან, სასამართლო სხდომას სწორედ იქიდან ადევნებენ თვალს და აცხადებენ, რომ მელიას ფიზიკურად დაიცავენ.  

შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ორგანომ, ნიკანორ მელიას საპარლამენტო იმუნიტეტი მოუხსნა. პროკურატურამ, აღმკვეთი ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით, სასამართლოს გუშინვე მიმართა.

მსგავსი თემები