კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2.4 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2.4 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 2.53 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 2.8.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 486 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 499 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა 13 ადამიანი.

მსგავსი თემები