მართლმადიდებლური სამყარო ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, 19 იანვარს, თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთს – ნათლისღებას აღნიშნავს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ტაძრებში წირვა-ლოცვა ჩატარდება. წყალკურთხევის რიტუალს, სამების საკათედრო ტაძარში კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ჩაატარებს.

ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. ყოველი წლის ამ საუფლო დღესასწაულზე, მდინარე იორდანე აღმა იწყებს სვლას, როდესაც იერუსალიმის პატრიარქი მდინარეში სამჯერ ჯვარს გადააგდებს, როგორც ეს მოხდა უფლის მდინარეში ჩასვლის დროს.

რელიგიური სწავლების თანახმად, ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული მდინარე იორდანეს მადლი ენიჭება და უხრწნელ თვისებებს იძენს. მორწმუნეებს მისი მიღება უზმოზე შეუძლიათ, განსაკუთრებით – ავადმყოფობისა და განსაცდელების დროს. დღეს, ტაძრებში წყლის კურთხევაც მოხდება.

„მედიაცენტრი მთავარი“ გილოცავთ ნათლისღების დღესასწაულს.  

მსგავსი თემები